მარინა ეზუგბაია: მძიმე პნევმონიით 7 პაციენტი გვყავს

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 33 პაციენტი მკურნალობს. მათგან 7-ს მძიმე პნევმონია აქვს, ამ შვიდიდან 2-ის მდგომარეობა უფრო მძიმეა. ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

“მძიმე პნევმონიით 7 პაციენტი ვყავს, მათგან 2 უფრო მძიმეა, რომელთანაც მიუხედავად დაწყებული მკურნალობისა, დაავადება პროგრესირებს, მაგრამ ძალიან აგრესიულად არა. იმედია, მათი მდგომარეობა დასტაბილურდება და გამოჯანმრთელდებიან. დანარჩენი 5 პაციენტი, ჯერჯერობით როგორც მძიმე პნევმონია და მძიმე დაავადების ფორმა, ასე ფასდება”, – აღნიშნა მარინა ეზუგბაიამ.

Facebook Comments
%d bloggers like this: