,,მზად უნდა შევხვდეთ ახალ მსოფლიოს, რომელიც ჩვენ თვალწინ იქმნება ახლა”-ზაზა წერეთელი

,,ქვეყნების მიერ გატარებულმა მკაცრმა ზომებმა და ჩაკეტვებმა ცხადია ეკონომიური დაღმასვლა გამოიწვია. ამიტომაც ქვეყნებმა ნელ-ნელა დაიწყეს იმაზე ფიქრი თუ როდემდე უნდა გაგრძლედეს ეს სიტუაცია, შეიძლება თუ არა გარკვეული ზომების შერბილება რომ ქვეყნის და მსოფლიოს ეკონომიკასაც მიეხედოს. ქვეყნები თანხმდებიან რომ წლის მესამე კვარტლამდე, ახალი სამკურნალო საშუალება გამონახული არ იქნება, თუმცა ბევრი პოზიტიური ინფორმაციაა ამ მიმართულებით. მიუხედავად იმისა რომ გარკვეული შეზღუდვების მოხსნა შეიძლება მოხდეს (რაც რამოდენიმე ქვეყანამ უკვე დაანონსა) შიში იმისა რომ სიტუაცია ისევ გაუარესდება არსებობს, ამიტომ ძალიან პოზიტიურ შედეგებს ამ შერბილებით არ უნდა ველოდოთ. სიტუაცია მეტ-ნაკლებად პრობლემური იქნება 2021 წლის პირველ თვეებამდე, სანამ ვაქცინა არ გამოჩნდება და მასიური იმუნიზაცია არ დაიწყება.

ლონდონის იმპერიალ კოლეჯის მიერ ჩატარებულმა გამოკვლევამ აჩვენა თუ რატომ შეიცვალა გაერთიანებული სამეფოს თავიდან დაანონსებული ეპიდემიის მიტიგირების სტრატეგია (მყარი იმუნიტეტის ჩამოყალიბება) , შემზღუდავი ღონისძიებბის გატარების სტრატეგიაზე. საქმე იმაშია რომ ეს მეორე სტრატეგია ქვეყნებს აძლევს საშუალებას, გარკვეულ პერიოდებში შეარბილოს ღონისძიებები ეპიდემიის სიტუაციიდან გამომდინარე და შესაბამისად ამ პერიოდებში გარკვეულად გაახალისოს ეკონომიური მოღვაწეობა. მიმაგრებული სურათიდან კარგად სჩანს როგორ გაგრძლედება ეს ეპიდემია (სანამ ვაქცინა გვექნება) ასე შერბილება/გამკაცრების სტრატეგიით. სხვათაშორის ამავე კოლეჯის მიერ ორშაბათს გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, ქვეყნების ჩაკეტვის სტარტეგიამ დაახლოებით 59000-ის შეამცირა ევროპაში COVI19-ით გამოწვეული სიკვდილიანობის მაჩვენებლი (სიტუაციის მოდელირების ბაზაზე).

ამავე კოლოეჯის მიერ ჩატარებულმა კიდევ ერთმა კვლევამ, რომელიც ორშაბათს გამოქვეყნდა, აჩვენა რომ მიუხედავად იმისა რომ ესპანეთსა და იტალიაში დაინფიცრების მაღალი მაჩვენებლია და თუ ამ ციფრს შესაძლო ინფიცირებულთა რაოდენობასაც მივუმატებთ, მთელი მოსახლეობის დაახლოებით 26%-დე გამოდის დაინფიცირებული, რაც ე.წ მყარი იმუნიტეტის (Herd immunity) ჩამოსაყალიბებლად არ არის საკმარის (გვინდა დაახლოებით 80%). ასე რომ ვირუსის გავრცელების შენელებამ მყარი იმუნიტეტის ჩამოყალიბების სიჩქარეც შეამცირა.

სწორედ ამ მომენტში, როდესაც ქვეყნები დაიწყებენ მსჯელობას პირობების შერბილებაზე, სეროლოგიურ ტესტირება შეიძენს თავის მნიშვნელობას. გარკევული ინტერვალით ჩატარებული ასეთი ტეტსირება, ქვეყნებს მისცემს საშუალებას დაადგინოს ხოლმე თუ ვის აქვს უკევ ჩამოყალიბებული იმუნიტეტი მისცეს მათ მუშაობის განახლების უფლება და შესაბამისად შეარბილოს მკაცრი ზომები (სოციალური დისტანცირების დაცვის აუცილებლობით). ასეთ შემთხვევაში ქვეყნებს, ვაქცინის გამოგონებამდე საშუალება ექნებათ გარკევულ პერიოდებში განახორციელონ ეკონომიური ქმედებები და შესაბამისად თავიდან აიცილონ ეკონომიკის სრული კოლაფსი.

მოკლედ ქვეყნები მსჯელობენ და სხვადასხვა ვარიანტებს განიხილავენ, რადგან სიტუაცია ჯერ კიდევ ბევრ კითხვის ნიშნებს შეიცავს და უმეტესობა ახალ დაკავებულია როგორმე გადაიტანოს პირველი ტალღა ისე რომ მან არ წალეკოს ქვეყნის ჯანდაცვის სისტემა. ზუსტი პასუხი არავინ იცის…თუ არ ჩავთვლით ნაც.მოძრაობის სატელიტურ პარტიებს…მაგრამ მათზე აქ არ არის საუბარი, მე მაპატიონ.

მოსახლეობის შიში რომ ინფექცია კიდევ დიდხანს იქნება არ გაქრება, რაც არ უნდა კარგად მართოს ქვეყანამ ინფექცია, ამიტომ ზომების შერბილებას ეს შიში მაინც გაჰყვება და მისი წამრატებულად განხორციელება ბევრად იქნება დამოკიდებული იმაზე თუ როგორ მოახერხებს ქვეყანა სიტუაციის ზუსტ ანალიზს და საჭირო გადაწყვეტილებების დროულად მიღებას. ამას ემატება ისეც რომ ზომების შერბილება ქვეყნების მიერ საზღვრების გახსნასაც უნდა შეეხოს გარკვეულ ეტაპზე და ის თუ რა მდგომარეობაა სხვადასხვა ქვეყნებში, ასევე დიდი გავლენას მოახდენს გატარებული ღონისძიებბის არჩევნაზე. მოკლედ საზოგადოებრივი ჯანდაცვა და ეკონომიური ფაქტორების ერთობლივი მეტად ფრთხილი განხილვაა საჭირო და ყველაფერი ისე მარტივად არ არის როგორც ეს მავნთ სურთ წარმოადგინონ თავიანთ პოპულისტურ პროგრამებში. განხილვის დაწყება კი აუცილებელია რადგან მზად უნდა შევხვდეტ ახალ მსოფლიოს რომელიც ჩვენ თვალწინ იქმნება ახლა.”-წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე, ქართველი ექიმი ზაზა წერეთელი

Facebook Comments
%d bloggers like this: