მძლეოსნობაში იტალიელი ევროპის ჩემპიონი დონატო საბია კორონავირუსით გარდაიცვალა

მძლეოსნობაში იტალიელი ევროპის ჩემპიონი დონატო საბია კორონავირუსით გარდაიცვალა. ამის შესახებ olympicchannel.com-ი წერს.

56 წლის მძლეოსანი ქალაქ პოტენცას საავადმყოფოში ორი კვირის განმავლობაში იმყოფებოდა და ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში რეანიმაციულ განყოფილებაში იყო გადაყვანილი.

საბია იტალიას ოლიმპიურ თამაშებზე 800 მეტრ დისტანციაზე სირბილში ორჯერ წარმოადგენდა. 1984 წელს, ლოს ანჯელესის თამაშებში მან მეხუთე, 1988 წელს, სეულში კი მეშვიდე ადგილი დაიკავა. ყველაზე დიდ წარმატებას იტალიელმა სპორტსმენმა კარიერაში 1984 წელს მიაღწია, როდესაც ევროპის ჩემპიონი გახდა.

საბიას სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრე, კორონავირუსით მისი ასაკოვანი მამაც გარდაიცვალა.

Facebook Comments
%d bloggers like this: