ნიდერლანდებში 107 წლის ქალმა, რომელიც ეკლესიაში წირვის დროს დაინფიცირდა, კორონავირუსი დაამარცხა

ნიდერლანდებში 107 წლის ქალი, კორნელია რასი, რომელმაც კორონავირუსი დაამარცხა, მსოფლიოში ყველაზე ასაკიანი პაციენტია, რომელიც COVID19-ს გადაურჩა. ამის შესახებ „დეილი მეილი“ წერს. 

კორნელია რასს კორონავირუსი 17 მარტს დაუდგინდა, თავისი დაბადების დღიდან მეორე დღეს. 

ნიდერლანდური გამოცემა, AD წერს, რომ ქალი covid19-ით მოხუცებულთა თავშესაფრის დანარჩენ 40 წევრთან ერთად დაავადდა, როდესაც ყველა ერთად ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე კუნძულ გური ოვერფლაკის ეკლესიაში წირვას დაესწრნენ. 

აღნიშნული ჯგუფიდან ამ დროისთვის 12 ადამიანი გარდაიცვალა, თუმცა ორშაბათს კორნელია რასს ექიმებმა უთხრეს, რომ მან დაავადება დაამარცხა. 

„ჩვენ არ გვეგონა, რომ ის გადარჩებოდა, თუმცა დღეს ის ჯანმრთელია, დადის და ყოველ საღამოს მუხლებზე დგება, რათა ღმერთს მადლობა გადაუხადოს“,-ამბობს როსის დისშვილი ჟურნალისტებთან. 

ნიდერლანდებში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევები 21762-მდე გაიზარდა. გარდაცვლილია 2396 ადამიანი. 

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: