პირადობის მოწმოებებისა და ბიომეტრული პასპორტების გაცემის პროცედურა განახლდა

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ პირადობის მოწმოებებისა და ბიომეტრული პასპორტების გაცემის პროცედურა განაახლა. დოკუმენტის მისაღებად წინასწარი სატელეფონო დაჯავშნაა აუცილებელი. 70 წელს გადაცილებული პირები დოკუმენტს სახლიდან გაუსვლელად მიიღებენ.

იმ პირებს ვისაც უკვე ჰქონდათ ID ბარათი, ბიომეტრიული პასპორტი და სურთი მათი განახლება 13 აპრილამდე უნდა დარეკონ ცხელ ხაზზე 0322 40 10 10. ოპერატორი მომხმარებელს დაუჯავშნის შეხვედრას და ჩაუნიშნავს კონკრეტულ დღეს, საათსა და ადგილს, სადაც მოქალაქე უნდა მივიდეს; 

 13 აპრილიდან კი, მას შეეძლება განაცხადის გაკეთება my.gov.ge-ზე ან sda.gov.ge-ზე, ხოლო მზა დოკუმენტი დაინტერესებულ პირს ფოსტით გაეგზავნება.

პირი, რომელიც პირველად იღებს ბიომეტრიულ პასპორტს და მანამდე არასოდეს ჰქონია ბიომეტრიული პასპორტი, ან პირველად იღებს ელექტრონულ პირადობის მოწმობას და მანამდე არასოდეს ჰქონია ერთი ან მეორე დოკუმენტი, უნდა დაუკავშირდეს ცხელ ხაზს: 032 2 40 10 10. ოპერატორი მომხმარებელს დაუჯავშნის შეხვედრას და ჩაუნიშნავს კონკრეტულ დღეს, საათსა და ადგილს, სადაც მოქალაქე უნდა მივიდეს.

სამოცდაათი წლის და მეტი ასაკის პირები პირადობის ელექტრონულ მოწმობასა და ბიომეტრიულ პასპორტზე განაცხადის გაკეთებას (მათ შორის, როცა პირველად იღებენ დოკუმენტს) სახლიდან გაუსვლელად შეძლებენ. ამისათვის მოქალაქემ უნდა დარეკოს ცხელ ხაზზე და ინფორმაცია მიაწოდოს ოპერატორს, რის შემდეგაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების შესაბამისად ეკიპირებული სააგენტოს თანამშრომლები განაცხადის მისაღებად და საჭირო პროცედურების განსახორციელებლად დაინტერესებულ პირს 10 დღის ვადაში მის მიერ მითითებულ მისამართზე მიაკითხავენ.

ყველა შემთხვევაში მოქალაქე მზა დოკუმენტს ფოსტის საშუალებით მიიღებს.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: