პრეზიდენტი სააღდგომო წირვას არ დაესწრება

Nusagi

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი  სააღდგომო წირვას არ დაესწრება.

აღნიშნულის შესახებ პრეზიდენტმა თავის ვიდეომიმართვაში განაცხადა.

“ამ წელს ვერ მივალ ეკლესიაში. ვერ მივალ აღდგომის წირვაზე, რამეთუ ქვეყნის პრეზიდენტს არ შეუძლია დაარღვიოს ის, რაც არის კანონი და წესი. პრეზიდენტი უნდა იყოს სამაგალითო ამ კუთხით და ვერ მისცემს საზოგადოებას დაუმორჩილებლობის რამე მაგალითს”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

Facebook Comments
%d bloggers like this: