პრემიერი: COVID-19-ის სიმპტომების გაჩენისთანავე დარეკეთ 112-ში

პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია მოქალაქეებს მოუწოდებს, COVID-19-სთვის დამახასიათებელი სიმპტომების შედეგად დარეკონ 112-ში.

მისი თქმით, 112 – ზე საქართველოს ნებისმიერი კუთხიდან უნდა დარეკონ, სადაც მათ რეგიონის ოჯახის ექიმთან ან სოფლის ექიმთან დააკავშირებენ. ჩაუტარდებათ კოსულტაცია, საჭიროების შემთხვევაში მოქალაქეს ცხელების ცენტრში გადაიყვანენ, 24 საათის განმავლობაში დააკვირდებიან, ჩაუტარდებათ ტესტი და ამის შემდეგ მიიღებენ გადაწყვეტილებას, სად გაანაწილებენ მას.

თითოეულ ჩვენს მოქალაქეს, როგორც კი რაიმე სიმპტომი ექნება- სიცხის მატება, სუნთქვის გართულება, მას შეუძლია აკრიფოს 112, რომელიც მას მაშინვე დააკავშირებს მისი რეგიონის ოჯახის ექიმთან, ან სოფლის ექიმთან.

ზარი შემოდის თბილისში, საქართველოს ნებისმიერი რეგიონიდან, შემდეგ ბრუნდება იმ გეოგრაფიაზე, საიდანაც ზარი ხორციელდება, ოჯახის, ან სოფლის ექიმთან. ტარდება კონსულტაცია, თუ საჭიროა მოქალაქის სტაციონარში გადაყვანა, მაშინ ის გადაჰყავთ ცხელების ცენტრში, რეგიონალურში, სადაც მასზე ყურადღებას ამახვილებენ 24 საათის განმავლობაში, უტარდებათ ტესტები და ამის შემდგომ იქნება მიღებული გადაწყვეტილება, სად უნდა იყოს განაწილებული.

ჩვენ ამით ვიცავთ ჩვენს მოქალაქეს, ჩვენს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ქსელს, რომლის რესურსიც ახლა დასაზოგია.

ჩვენი ოჯახის და სოფლის ექიმები უკვე სახლის პირობებში მართავენ პირველად სიმპტომებს, რომლითაც ჩვენი მოქალაქეები მათ მიმართავენ.

სწორედ ეს ტელემედიცინაა ის შესაძლებლობა, რომელიც სიმპტომების გაჩენისთანავე აძლევს მოქალაქეს საშუალებას, მიიღოს მაღალპროფესიონალური კნსულტაცია, გაერკვეს უნდა დარჩეს სახლში თუ უნდა მიმართოს სტაციონარს. ეს გვაძლევს იმის საშუალებას, ის 9 სტაციონარი, რომელიც გამოყოფილია ქვეყანაში კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად, იყოს ზუსტად მიზნობრივად დატვირთული და ეს არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი.

მინდა ყველას მოვუწოდო, პირველივე სიმპტომების გაჩენისთანავე, როდესაც თავს შეუძლოდ იგრძნობთ, გაქვთ სიცხე, გიჭირთ სუნთქვა, პირველ რიგში უნდა დარეკოთ 112-ში, საქართველოს ნებისმიერი კუთხიდან”, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 214 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულია 50, ხოლო გარდაცვლილია 3 პაციენტი.პოლიტიკა36 წუთის წინ

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: