რომელი ეკონომიკური საქმიანობა გახდა დასაშვები

შესაბამისი დადგენილება საკანონმდებლო მაცნეშია გამოქვეყნებული.

დასაშვებ ეკონომიკურ საქმიანობას დაემატა მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების (მათ შორის ლიფტი, გაზსადენი და სხვა) შეკეთება/რემონტი.

ქვეყანაში ნებისმიერი ეკონომიკური საქმიანობა დაშვებულია, თუ ის ხორციელდება დისტანციურად (სახლიდან გაუსვლელად).

დისტანციური მუშაობა გულისხმობს სახლიდან მუშაობას, ხოლო კრიტიკულად აუცილებელ შემთხვევებში, ასევე სამუშაო ადგილიდან (“სამსახურიდან”, “ოფისიდან”, მაგრამ არა უმეტეს 5 ადამიანისა).

ამ ეტაპზე ნაწილობრივ შეზღუდულია ონლაინ გაყიდვები. დასაშვებია მხოლოდ საკვები პროდუქტის, სურსათის და სამედიცინო დანიშნულების საქონლის/ფარმაცევტული პროდუქტის მიტანის მომსახურება (ე.წ. “დელივერი სერვისი”).

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: