“ქართული ოცნების“ და არჩილ თალაკვაძის ბიუროს ორგანიზებით, ოზურგეთში სოციალური პრობლემების მქონე ოჯახებს პროდუქტების მარაგი გადაეცათ

პოლტიკური გაერთიანება “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” ოზურგეთის საოლქო ორგანიზაციისა და პარლამენტის თავმჯდომარის, ოზურგეთის მაჟორიტარის, არჩილ თალაკვაძის ბიუროს ორგანიზებით, ოზურგეთში სოციალური პრობლემების მქონე ოჯახების დასახმარებლად საქველმოქმედო პროგრამა ხორციელდება. ინიციატივაში კერძო სექტორიც მონაწილეობს. ამჯერად, კომპანია “შილდა”-ს და ფონდის “ქართული გალობა” მხარდაჭერით, პროდუქტების მარაგი 200 ოჯახს გადაეცა.

პარტიის ოზურგეთის საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარემ მერაბ ჭანუყვაძემ, ორგანიზაციის წევრებმა და ბიუროს ხელმძღვანელმა ლაშა ჭელიძემ, ქალაქ ოზურგეთში მცხოვრები შეჭირვებული ოჯახები მოინახულეს და მათ ძირითადი პროდუქტები სახლებში მიუტანეს.

Facebook Comments
%d bloggers like this: