აკაკი ბოლქვაძეს, რომელიც სოცქსელში ბულინგის მსხვერპლი გახდა, ინფარქტის ნიშნები დაუდგინდა

მომღერალი კაკი ბოლქვაძე, ბულინგის შედეგად ცუდად გახდა, წნევა დაუვარდა და მომენტალურად ხელები დაუსივდა,-ამის შესახებ შორენა ბარაბაძე სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, სასწრაფო დახმარების ექიმებმა ბოლქვაძეს ინფარქტის ნიშნები დაუდგინეს.

აკაკი ბოლქვაძის მეგობრების ინფორმაციით, მომღერალს სტაციონარში გადაყვანა შესთავაზეს, თუმცა მკურნალობას სახლში აგრძელებს. ამ დროისთვის მისი მდგომარეობა სტაბილურია.

ცნობისთვის, ქართველმა მომღერლებმა, საქართველოს ბრძოლას კორონავირუსთან კლიპი მიუძღვნეს. მუსიკა აკაკი ბოლქვაძეს ეკუთვნის. საზოგადოების დიდმა ნაწილმა კლიპი დაიწუნა და მომღერლები კრიტიკის ქარცეცხლში გაატარა.

კლიპს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც გამოეხმაურა. 

„აი ამ საცოდაობის ნახვის შემდეგ, დღეიდან ვიწყებ ჩემ დროინდელი კლიპების დადებას“,-წერს სააკაშვილი და კლიპიდან ფოტოებს აქვეყნებს, რომელზეც სოფო ხალვაში და ამირან გამყრელიძე ჩანან. 

Facebook Comments
%d bloggers like this: