ბორის ჯონსონი ინტენსიური თერაპიის განყოფილებიდან პალატაში გადაიყვანეს

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი, რომელიც კორონავირუსით არის ინფიცირებული, თავს უკეთ გრძნობს, თუმცა კვლავ საავადმყოფოში რჩება. BBC-ის ინფორმაციით, პრემიერი ინტენსიური თერაპიის განყოფილებიდან პალატაში გადაიყვანეს.

ამ ამბავს „ტვიტერზე“ უკვე გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი: „მშვენიერი ახალი ამბავია: პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი ახლახანს ინტენსიური თერაპიის განყოფილებიდან გამოიყვანეს. გამოკეთდი ბორის“, – წერს ტრამპი.

ბორის ჯონსონი 10 დღე სახლში მკურნალობდა, თუმცა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო კვირას ჰოსპიტალში გადაიყვანეს, მან ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში სამი დღე დაჰყო.

Facebook Comments
%d bloggers like this: