ევროკავშირი კორონავირუსით გამოწვეული ეკონომიკური შედეგების დასაძლევად 500 მილიარდ ევროს გამოყოფს

ევროკავშირის წევრი ქვეყნები კორონავირუსით გამოწვეული ეკონომიკური შედეგების დასაძლევად 500 მილიარდი ევროს ოდენობის პაკეტზე შეთანხმდნენ.

9 აპრილს ევროკავშირის წევრი ქვეყნების ფინანსთა მინისტრების შეხვედრა შედგა, რომელზეც მხარეებმა კორონავირუსის კრიზისის წინაშე ერთობლივი ეკონომიკური პასუხი გამოიმუშავეს.

„ფინანსთა მინისტრებმა შესანიშნავ შეთანხმებას მიაღწიეს: 500 მილიარდი ევრო დაუყოვნებლივ იქნება ხელმისაწვდომი. კრიზისის ჟამს ევროპა მოწოდების სიმაღლეზეა“, – განაცხადა საფრანგეთის ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრმა ბრუნო ლე მერმა.

Facebook Comments
%d bloggers like this: