„ინტერი“ ზაფხულში მესისთან მოლაპარაკებას აპირებს

მილანის „ინტერი“ მუშაობს „ბარსელონას“ ლიდერის ლიონელ მესის გადაბირებაზე. როგორც „ფუტბოლ იტალია“ (Football Italia) არგენტინული ტელეარხზე „ტე-ენ-ტე სპორტზე“ (TNT Sports) დაყრდნობით წერს, ზაფხულში მილანელები 32 წლის ფეხბურთელთან მოლაპარაკებების დაწყებას აპირებენ.

გარდა ამისა, არგენტინელს ასევე შეთავაზება თავისი მშობლიური „ნიუელს ოლდ ბოისისგან“ აქვს.

„ინტერის“ ყოფილმა მფლობელმა მასიმო მორატიმ უკვე სცადა მესის შეძენა 2006 წელს, ამ დღეებში კი განაცხადა, რომ „ბარსელონელთა“ კაპიტნის ყიდვა შეუძლებლად სულაც არ მიაჩნია.

მესის მოქმედი კონტრაქტი კატალონელებთან 2021 წლის ივლისში იწურება.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: