კორონავირუსი საქართველოს ნაკრებზეც აისახა – გუნდის ფასი ცხრა მილიონით შემცირდა

კორონავირუსის პანდემიის გამო, ფეხბურთელების ფასი მთელს მსოფლიოში საგრძნობლად დაეცა. გამონაკლისი არც საქართველოს ნაკრებია, რომლის მოთამაშეთა ჯამური ღირებულებაც მარტის დასაწყისში 50 მილიონი ევრო იყო, ახლა კი 41,03 მილიონი ევრომდე დაეცა.

შემცირდა აბსოლუტურად ყველა მოთამაშის ფასი და საბოლოოდ, ყველაზე ძვირადღირებული ქართველი ფეხბურთელების სია ასე გამოიყურება:

გიორგი ჩაკვეტაძე – „გენტი“ – 6.70

საბა კვირკველია – „ლოკომოტივი“ (მოსკოვი) – 6.50

დავით ხოჭოლავა – „შახტარი“ (დონეცკი) – 3.20

ხვიჩა კვარაცხელია – „რუბინი“ – 2.30

გია გრიგალავა – „არსენალი“ (ტულა) – 2.00

ჯიმი ტაბიძე – „უფა“ – 2.00

გიორგი ქვილითაია -„გენტი“ – 2.00

ვალერიან გვილია – „ლეგია“ – 1.60

ოთარ კიტეიშვილი – „შტურმი“ – 1.60

ვალერი ყაზაიშვილი – „სან ხოსე“ – 1.20

გიორგი მაკარიძე – „ვიტორია სეტუბალი“ – 1.20

ნიკა კვეკვესკირი – „ტობოლი“ – 1.10

Facebook Comments
%d bloggers like this: