ნატო დუმბაძე – კოლეგები მაინც ნუ გამოხვალთ წყობიდან, ასეთი რა ჩაიდინეს? იმღერეს, მეტი ხომ არაფერი დაუშავებიათ?

ასეთი რა ჩაიდინეს? იმღერეს, მეტი ხომ არაფერი დაუშავებიათ?,-ასე ეხმაურება პროდიუსერი ნატო დუმბაძე covid19- თან დაკავშირებით გადაღებული თანადგომის კლიპის გარშემო ატეხილ აჟიტაჟს.

ნატო დუმბაძის თქმით, კლიპის კრიტიკოსებმა ზღვარი დაკარგეს. 

„მგონი მარტო ჩვენს ქვეყანაში ხდება ასეთი უმადურობა! პირბადე, რომელსაც სხვა ქვეყანა ნატრობს და ჩვენთან იკერება, რომ დაცულები ვიყოთ, არ მოწონთ, ( ფასონი დაუწუნებიათ), ასი მილიონი გადმორიცხა ბიძინამ და არ მოწონთ, ექიმები ყოველ წამს გვამცნობენ წარმატებას და მაინც არ მოწონთ, კლიპი და სიმღერაც არ მოსწონთ, ალოოოოო რა გჭირთ რა? აი ამ ავბედით ჟამს მაინც რამ დაგგესლათ რამ? რა ვიცი ბოლო- ბოლო კოლეგები მაინც ნუ გამოხვალთ წყობიდან, ასეთი რა ჩაიდინეს ? იმღერეს, მეტი ხომ არაფერი დაუშავებიათ? არ ვიცი მართლა არ ვიცი ნეტა რამე გვეშველება?
p.S. და ბოლოს ეს კლიპი კი არ არის ეს არის გზავნილი კარანტინიდან!“,-წერს ნატო დუმბაძე სოციალურ ქსელში. 

Facebook Comments
%d bloggers like this: