პაატა იმნაძემ იხუმრა, რომ დემნა გვასალიამ შეიძლება საქართველოში წარმოებულის მსგავსი პირბადეები გამოუშვას

დემნა გვასალიამ შეიძლება ასეთი პირბადეები გამოუშვას, იმიტომ, რომ ასეთი რაღაცები მოსწონს, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ქართული წარმოების პირბადის დემონსტრირებისას განაცხადა.

პაატა იმნაძის თქმით, დღევანდელი თაობა პირბადეების ნაირსახეობებით განებივრებულია, თუმცა ამ ეტაპზე მსოფლიოში ყველგან დეფიციტია.

„ეს არის ანა-ბანა. სანამ იქნებოდა ის ნიღბები, ჩვენ, მათ შორის ჩემი სამსახური ამ პირბადეებს ვიყენებდით. ასევე ასეთი პირბადეებით მუშაობდნენ ყვავილის ვირუსზე. ეს იცავს წვეთოვანი ინფექციებისგან ძალიან ეფექტურად. ის არათუ მოსახლეობას, ექიმმსაც შეუძლია უპრობლემოდ გამოიყენოს“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

Facebook Comments
%d bloggers like this: