საქართველომ შეიძლება მისი მიღწევებით იამაყოს, რადგან ბოლო წლებში სიტუაცია მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულია – atlantico

საქართველომ შეიძლება მისი მიღწევებით იამაყოს, რადგან ბოლო წლებში სიტუაცია მნიშვნელოვნად გააუმჯობესებულია – წერს atlantico სტატიაში, სათაურით ევროკავშირის გონივრული სამეზობლო პოლიტიკა”.

სტატიის ავტორის ბრუნო ალომარის თქმით, ამაზე მეტყველებს მსოფლიო ბანკის შეფასებები და ცხადყოფს, რომ საქართველოში კარდინალურად არის შემცირებული სიღარიბის მაჩვენებელი.

„თუ 2006 წელს ის 32.5 პროცენტი იყო, 2017 წელს მან 16.3 პროცენტამდე იკლო. უფრო ნიშანდობლივია მსოფლიო ბანკის „ბიზნესის კეთების სიმარტივის ინდექსში“ საქართველოს მე-7 პოზიცია გლობალური მასშტაბით. აქვე უნდა გვახსოვდეს, რომ ევროკავშირის შიგნით მხოლოდ დანიას (მე-4 პოზიცია) აქვს საქართველოზე უკეთესი ბიზნეს გარემო (ინფორმაციისთვის, გერმანია 22-ე ადგილზეა ბიზნესის კეთების სიმარტივის რეიტინგში)” – ნათქვამია სტატიაში.

როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს, წარსულის და საქართველოს ხელისუფლების სურვილების გარდა, რასაც პრო-ევროპული მოსახლეობაც აჟღერებს, ასევე ევროკავშირის მომავლის წინასწარ განსჯის გარეშე, ნიშანდობლივია დავაკვირდეთ ისეთი ქვეყნის მიღწევებს, როგორიც საქართველოა. ეს მიღწევები საკმაოდ სასიამოვნოა როგორც ეკონომიკურ, ასევე პოლიტიკურ ჭრილში.

Facebook Comments
%d bloggers like this: