საქართველოში დაბრუნებული ანა ნიჟარაძე გიორგი გახარიას მადლობას უხდის

არცერთი ქვეყანა არ ვიცი, რომელიც ამ ყველაფერს სრულიად უსასყიდლოდ აკეთებს. ინგლისიდან მეგობრები მწერენ რამდენი დაგიჯდა დასვენებაო, არანაირად არ სჯერათ, რომ უფასოა. თვითონაც უნდათ წამოსვლა, მაგრამ ნიშნის მოგებით ვეუბნები, რომ ქართული პასპორტი არ აქვთ. მადლობა გახარიას,- ამის შესახებ ფეისბუქმომხმარებელი ანა ნიჟარაძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, მაშინ, როდესაც დიად ევროპაში ისეა საქმე გართულებული, საავადმყოფოში აღარ აწვენენ ხალხს და მკურნალობის შერჩევითი პროცესი მიდის, ჩვენს ქვეყანას 5- ვარსკვლავიანი სასტუმროები აქვს რეზერვში თუ საავადმყოფოში ადგილი აღარ იქნება.

სტატუსს უცვლელად გთავაზობთ:

„რაც შეიძლება მოკლედ ვიტყვი – ლოდონიდან საქართველოში 5 დღის წინ ჩამოვედი. როგორც კი 2 -კვირიანი სავალდებულო კარანტინი მახსნდებოდა, ვორჭოფობდი წამოვსულიყავი თუ არა. ვიცი ბევრი ქართველი ფიქრობს, ჩამოვიდეს თუ არა და ეზარებათ კარანტინის გამო. მათ გასაგონად მინდა დავწერო, ჩამოდით აუცილებლად . ბილეთების გაყიდვაზე ინფორმაცია დაიდო საელჩოს საიტზე (მადლობა საელჩოს დროული ინფორმაციისთვის) და ფრენის წინა დღეს დილით ადრე მოვახერხე ყიდვა Georgian Airways საიტზე. ასევე მადლობა 177£ ღირდა ბილეთები, თირკმელის გაყიდვა არ მოგიწევთ.

გეთვიკის აეროპორტში მხოლოდ ჩვენ ვიყავით, ქართველები. მოკლედ ჩამოვედით საქართველოში. სასწრაფო, უფასო პირბადეები, პოლიცია, 8 დიდი ავტობუსი (დაშორებით რომ ვიჯდეთ) რომლითაც გადაგვიყვანეს სასტუმროში. ყველაფერი იყო ზე-ორგანიზებული და წინასწარ გათვლილი. დაგვხვდა ძალიან მაგარი პირობები, 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო, აღჭურვილი ყველანაირი პირობებით, TV, WiFi, საწერი მაგიდა და ხმაგაუმტარი კედლები სამუშაოდ, “მაჩალკა”, სავარცხლიდან დაწყებული ნემსი და ძაფით დამთავრებული, დიდი აივნით და ულამაზესი ზღვის ხედით, გადასარევი სამჯერადი კვება, იმხელა პორციები მოაქვთ, გვეშინია კარში ვერ გავეტევით. ამაზეც იზრუნეს და სასწორია ყველა ოთახში.

მადლობა მზარეულ მანანას, უგემრიელესი კერძებია. ხინკალი-მწვადიდან დაწყებული ყვალაფრის ყიდვაა შესაძლებელი სასტუმროდან და მარკეტიდან. არაჩვეულებრივი ნანა ექიმი გვირეკავს დღეში ორჯერ, აკონტროლებს ჩვენს ჯანმრთელობას და ინიშნავს ჩვენ ტემპერატურას. “რესეფშენის” გოგონებს, ხატია და მარიამს მადლობა ასეთი ყურადღების და სითბოსთვის. კარანტინი კი არა “holiday”, არცერთი ქვეყანა არ ვიცი, რომელიც ამ ყველაფერს სრულიად უსასყიდლოდ აკეთებს. ინგლისიდან მეგობრები მწერენ რამდენი დაგიჯდა დასვენებაო, არანაირად არ ჯერათ რომ უფასოა. თვითონაც უნდათ წამოსვლა, მაგრამ ნიშნის მოგებით ვეუბნები რომ ქართული პასპორტი არ აქვთ.

#მადლობაგახარიას
არ ვართ ბევრნი. უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენს ყოველივე მოქალაქეს. #დარჩითსახლში ამ ყველაფრის ფონზე, დიად ევროპაში ისეა საქმე გართულებული, საავადმყოფოში აღარ აწვენენ ხალხს და მკურნალობის შერჩევითი პროცესი მიდის. ჩვენ ქვეყანას კი 5 ვარსკვლავიანი სასტუმროები აქვს რეზერვში თუ საავადმყოფოში ადგილი აღარ იქნება. მოკლედ ჩამოდით, ახალი ფრენაა დანიშნული 2 მაისს”,- წერს ანა ნიჟარაძე.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: