ფსიქოთერაპევტი: იზოლაციაში ყოფნის დროს ქალებზე ზეწოლა გაიზარდა

საქართელოს წამების, მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრის წარმომადგენლის, ფსიქოლოგ სოფო ტაბაღუას განცხადებით, იზოლაციის დროს ქალების მიმართ ძალადობა გაზრდილია.

ფსიქოთერაპევტის რეკომენდაციით, ძალადობის მსხვერპლების დასახმარებლად, საზოგადოება უნდა გაერთიანდეს.

ტაბაღუა ექიმებს, პაციენტებთან ურთიერთობისას დამატებითი კითხვების დასმის რეკომედაციით მიმართავს, მეზობლებს კი ყურადღებისა და სოლოდარობის გამოჩენას სთხოვს.

“ძალიან მინდა ვთხოვო ექიმებს, როდესაც ექნებათ ადამიანებთან შეხება დასვან დამატებითი კითხვები, მაგალითად როგორ გრძნობს ადამიანი თავს იზოლაციის პერიოდში და დარწმუნდნენ მის უსაფრთხოებაში. ასევე მოვუწოდებ მეზობლებს, ძალადობის შემთხვევაში დარეკონ ცხელ ხაზზე, შესაძლოა ერთი ზარით გადავარჩნოთ ადამიანი. ჩვენ გვაქვს იმის ენერგია და რესურსი რომ დავეხმაროთ მსხვერპლებს”, – განცხადა ფსქოთერეპევტმა.

მისივე თქმით, ძალადობასთან ერთად კომფლიქტური სიტუაციები მომატებულია იმ ოჯახებში სადაც ადრე არ იყო.

“გაზრდილია იმ ქალების მომართვიანობა, ვისაც მოძალადესთან ერთად უწევს ოჯახში ყოფნა. როდესაც მათ ოჯახში ისედაც იყო ძალადობის ნიშნები ახლა უკვე ეპიდემიის ფარგლებში იზოლაციაში ყოფნის დროს ძალიან გაიზარდა ზეწოლა ქალეზე. მდგომარეობა რომელშიც ახლა ვართ თავისთავად ზრდის სტრესს ყველაში. ადამიანებში რომლებსაც იმპულსის მართვის პრობლემა აქვს, ეს სტრესი უკვალოდ ვერ ჩაივლის. მით უმეტეს, როდესაც მათ აქვთ გაზრდილი ბრაზი და სავსეა იმ გენდერული სტერეოტიპეპით, რომლის მიხედვითაც ოჯახში ცოლი და ქმარი არათანასწორია. გაიზარდა კონფლიქტები იმ ოჯახებში სადაცარც იყო ძალდობა. მოძალადის და მსხვერპლის იზოლაციაში ერთად ყოფნა ძალიან დიდი რისკია”, – განაცხადა სოფო ტაბაღუამ.

საქართველოში, კორონავირუსთან ბრძოლის ფარგლებში 21 აპრილამდე საგანგებო მდგომარეობა, მკაცრის საკარანტინო რეჟიმი და კომენდანტის საათია ამოქმედებული. ადამიანებს გადაუდებელი აუცილებლობის გარდა თვითიზოლაციაში უწევთ ყოფნა.

Facebook Comments
%d bloggers like this: