ქართველ სტუდენტები ევროპის 36 ქვეყანაში 60 000-მდე პროდუქტზე ფასდაკლებით ისარგებლებენ

თბილისი „ევროპის ახალგაზრდული ბარათის ასოციაციის“ (www.eyca.org) წევრი გახდა. ასოციაციის წევრობა საქართველოს დედაქალაქს უფლებას ანიჭებს, ევროპის ახალგაზრდული ბარათი ქართველ ახალგაზრდებსა და სტუდენტებზე გასცეს.

ბარათის საშუალებით, ქართველ ახალგაზრდებს ევროპის 36 ქვეყანაში 60 000-მდე პროდუქტსა თუ მომსახურებაზე ფასდაკლების მიღების საშუალება ეძლევათ. ბარათის მფლობელები ფასდაკლებით ისარგებლებენ შემდეგი მიმართულებებით: მოგზაურობა, სასტუმროები, კულტურული ღირსშესანიშნაობები, კვების ობიექტები, ქსელური მაღაზიები და სხვა.

Facebook Comments
%d bloggers like this: