79 მოზარდი ამერიკიდან საქართველოში დღეს დაბრუნდება

79 მოზარდი ამერიკიდან საქართველოში დღეს დაბრუნდება. ფრენა შტატებიდან დოჰაში დღეს შედგება, შემდეგ კი კატარის გავლით თბილისში ჩამოვლენ.

სპეცრეისი შტატების მთავრობის მხარდაჭერით და ამერიკული მხარის დახმარებით განხორციელდება. ცნობილია, რომ ამავე რეისით საქართველოში ჩამოიყვანენ სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქეებსაც, სულ 35 ბავშვს. პრემიერი დახმარებისთვის მადლობას უხდის საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყანას და ამერიკის ელჩს კელი დეგნანს.

Facebook Comments
%d bloggers like this: