Ofcom-ის გაფრთხილება – ბრიტანეთის მოსახლეობის ნახევარი კორონავირუსზე ცრუ ინფორმაციით ტყუვდება

ბრიტანეთის კომუნიკაციების მარეგულირებლის (Ofcom)  განცხადებით, სოციალური ქსელების ზრდასრული მომხმარებელების თითქმის ნახევარი კორონავირუსის შესახებ ცრუ ინფორმაციას იღებს. 

გასულ კვირას მედიამარეგულირებელმა გამოაქვეყნა მოხსენება ახალი კვლევის შესახებ, რომელშიც ნათქვამია, რომ ადამიანების დიდ ნაწილს უჭირს, ერთმანეთისგან განასხვაოს ცრუ ინფორმაცია ნამდვილისგან. 

ოთხშაბათს კულტურის მინისტრმა, ოლივერ დუდენმა  კომპანიებთან Facebook-თან,  Twitter-თან და  Google-თან შეხვედრა გამართა და ისაუბრა, თუ როგორ იქნება შესაძლებელი კორონავირუსზე ისეთი ინფორმაციების დაბლოკვა, რომლებსაც მომხმარებელი განზრახ შეყავს შეცდომაში. კომპანიები თანახმა არიან, გააგრძელონ ერთობლივი მუშაობა, რათა ოპერატიულად მოხდეს ყალბ ინფორმაციებზე რეაგირება. 

Ofcom-ის ინფორმაციით, საგანგებო მდგომარეობის დაწყების მომენტიდან ონლაინ მომხმარებელთა 35%-ს ნანახი ჰქონდა ცრუ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დიდი ოდენობით წყლის მიღება covid19-ის ინფექციისგან კურნავს. ზრდასრული მომხმრებლების 24 %-მა მიიღო შეტყობინება, რომ მარილიანი წყლის გამოვლება ან ცივ სასმელზე უარის თქმა ასევე აჩერებს ვირუსს. 

თუმცა 55%-ზე მეტი  მსგავს შეტყობინებებს იგნორირებს, 14-დან 1-მა კი, დეზინფორმაცია სხვებსაც გადაუგზავნა. 15 % აცხადებს, რომ მსგავს რჩევებს ითვალისწინებს და ასრულებს. 

გამოკითხულთა 40% აცხადებს, რომ მათთვის რთულია კორონავისუსზე სიმართლისა და ტყუილის გარჩევა და ეს რიცხვი 18-დან 24-მდე მომხმარებლებსაც მოიცავს. კვლევის თანახმად, ახალგაზრდები ნაკლებად აქცევენ ყურადღებას ოფიციალურ რჩევებს და მათგან მხოლოდ 43 % ითვალსწინებს რჩევას ხელის დაბანის აუცილებლობის შესახებ.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ოფიციალურ ინფორმაციებს გამოკითხულთა 52 % ეცნობა, 14 % კი, რჩევებს იღებს სოციალური ქსელებეის WhatsApp ან  Facebook Messenger-ის დახურული ჯგუფებიდან. 

Facebook Comments
%d bloggers like this: