ბრიტანეთის შს მინისტრმა ოპოზიციას კომიტეტში მისვლაზე მე-4-დ უთხრა უარი

ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, პრიტი პატელმა მეოთხედ უარყო ლეიბორისტული პარტიის წევრის, ივეტ კუპერის მოთხოვნა საკომიტეტო მოსმენაზე მისვლის შესახებ.

გამოცემის ცნობით, იანვრის შემდეგ ქალბატონმა კუპერმა უკვე მეოთხედ მოითხოვა შს მინისტრის გამოცხადება პანდემიასთან დაკავშირებულ საკითხებზე სასაუბროდ, მაგრამ მეოთხეჯერ უარი მიიღო. ამის ნაცვლად, პატელმა მას ბრიფინგების მეშვეობით შესთავაზა ინფორმაციის მიწოდება. 

„ბი ბი სი“-ს ცნობით, შს მინისტრი არ გამორიცხავს, რომ პარლამენტს თვის ბოლოს ეწვიოს.

შს სამინისტროს წარმომადგენლის განცხადებით, შს მინისტრი აუცილებლად მივა პარლამენტში როგორც კი მოიცლის, რათა ამ უპრეცედენტო პერიოდში გაწეული სამუშაოს შესახებ ისაუბროს.

პრეს-მდივნის თქმით, ქალბატონი პატელი ახლა ძალიან დაკავებულია, ის სამინისტროს საქმიანობას უწევს კოორდინაციას, რათა უარუნველყოს ბრიტანელი ხალხის უსაფრთხოება კრიზისის პერიოდში.

Facebook Comments
%d bloggers like this: