ზაალ ანჯაფარიძე: ნაცებმა იმ ფულის წარმომავლობა განუმარტონ ხალხს, რომლითაც 1000 თანამოქალაქის ჩამოყვანას აპირებდნენ საქართველოში

ნაცებმა იმ ფულის წარმომავლობა განუმარტონ ხალხს, რომლითაც 1000 თანამოქალაქის ჩამოყვანას აპირებდნენ საქართველოში,- ამის შესახებ ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს.
სტატუსს უცვლელად გთავაზობთ:
“ნაცები” რომ “გათეთრებულ” ფულზე საუბრობენ, და სხვისკენ იშვერენ ხელს, ჯერ იმ ფულის წარმომავლობა განუმარტონ საზოგადოებას, რომლითაც 1000 თანამოქალაქის ჩამოყვანას აპირებდნენ საქართველოში და რატომღაც მათ მიერ შერჩეული ავიაკომპანიით. სხვის თვალში ბეწვის ძებნას საკუთარში დაინახოთ იქნებ დირე“,- წერს ზაალ ანჯაფარიძე.

შეგახსენებთ, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ინფორმაციით, StopCov-ის ფონდში ქართული ოცნების თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ოჯახის მიერ გადარიცხული 100 მილიონი ლარი გათეთრებული ფულია. ოპოზიციური პარტია ქართუ ფონდისგან მოითხოვს, რომ ფულის წარმომავლობა და ტრანზაქციები საჯარო გახადოს.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: