მეუფე გერასიმე – ეკლესიაში ბზა არ გაიყიდება, მთავარია, სულიერად შევხვდეთ ბზობის დღესასწაულს

ეკლესიაში ბზა არ გაიყიდება, – ამის შესახებ ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა მეუფე გერასიმემ განაცხადა. მან მოსახლეობას მიმართა და მოუწოდა, რომ არავინ არ მოჭრას ბზა. მეუფეს თქმით, ვისაც ბზა სახლში აქვს, შეუძლია სიმბოლურად ერთი ტოტი ეჭიროს, მაგრამ არა მთელი კონა.

„ყველას ძალიან ვთხოვ, ნურავინ ნუ მოჭრის ბზას. ეკლესია არ გაყიდის ბზას, ეკლესიაში ის არ გაიყიდება, მაგრამ მინდა კიდევ ერთხელ განვაცხადო, ძალიან ბევრ ადამიანს სახლში აქვს ბზა, თითო ტოტი შეიძლება, სიმბოლურად მოიტანოს, ეს არ უნდა იყოს დიდი კონა, არ უნდა იყოს დიდი შეკვრა, არამედ სიმბოლურად შეიძლება თითო ტოტი ეჭიროს ადამიანს. თუ არ ექნა, მთავარია, რომ ჩვენ სულიერად შევხვდეთ ბზობის დღესასწაულს და არა უბრალოდ ფორმალურად, რომ გვეჭიროს ბზა და ჩვენში სიხარული არ შემოვიდეს, რაც ამ დღესასწაულთან არის დაკავშირებული“, – განაცხადა მეუფე გერასიმემ.

Facebook Comments
%d bloggers like this: