მინდა შევუერთდე ჩვენი საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმართ მადლიერებას, განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო საგანმანათლებლო არხი

მეც მინდა შევუერთდე ჩვენი საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმართ მადლიერებას, – ამის შესახებ სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი ვლადიმერ ბოჟაძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, განსაკუთრებით აღსანიშნავია საგანმანათლებლო არხი, რომელიც ძალიან წარმატებული და მნიშვნელოვანი პროექტია.

,,ძალიან წარმატებული პროექტია და მნიშვნელოვანია, რომ ეთნიკური უმცირესობებისთვის ქართული ენის სწავლების გარდა, ორშაბათიდან მათ ენებზე სხვა საგნების სწავლებაც იქნება შესაძლებელი. რა თქმა უნდა არ გამოგვრჩეს მათი ყოველთვის სანდო და გადამოწმებული ინფორმაცია. წარმატებები საზოგადოებრივ მაუწყებელს, მაყურებლის და მისი ნდობის კიდევ უფრო მეტად გაზრდას გისურვებთ“,- წერს ვლადიმერ ბოჟაძე.

Facebook Comments
%d bloggers like this: