ნოე სულაბერიძე კლიპის „STOP COVID-19-დარჩი სახლში“ მონაწილეებს მხარდაჭერას უცხადებს

ტელეწამყვანი ნოე სულაბერიძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და ვიდეოკლიპის „STOP COVID-19-დარჩი სახლში“ ავტორებს და მონაწილეებს მხარდაჭერას უცხადებს.

„ადამიანებს გულწრფელად უნდოდათ რითიც შეეძლოთ გვერდში დგომა გამოეხატათ. იმ ფონზე, როცა შოუ-ბიზნესი პატარ-პატარა გამონათებების გარდა ამ ქვეყანაში დედამიწაზე მეტად გაყინულია და მუსიკალური ჩარტებიც კი არ გვაქვს მარტო იმიტომ, რომ კლიპებს ვერ იღებენ და ამ მიზეზებით სხვადასხვა არხების ეთერებში გაცილებით მდარე ხარისხის კლიპებიც გადის, ასეთი ბულინგი მგონია არ მოსულა. რთულია სახლში ყოფნა მაშინ, როდესაც გინდა რაღაც მაინც გააკეთო მძიმე დროს. დაცინვა ყოველთვის მარტივია. ყველას არ შეუძლია თბილისო, ტიტები, იები და ცივი ნოემბერი დაწეროს, თუმცა მცდელობა მომაწილეობა მიიღო მსგავს თემატიკაში, განსაკუთრებით ასეთ დროს დასაფასებელია. ჩემი მხარდაჭერა ყველა მომღერალს.

გიორგი ჯაჯანიძე, ჩემი მადლობა რომ შესაძლებლობა მიეცი!”– წერს ნოე სულაბერიძე.

Facebook Comments
%d bloggers like this: