შოტლანდიაში პიცის მიმტანი კორონავირუსისგან გარდაიცვალა

შოტლანდიაში გარდაიცვალა 49 წლის მამაკაცი, რომელიც ერთ-ერთ პიცერიაში მუშაობდა კურიერად. მას შეკვეთა მისამართებზე მიჰქონდა. ინფორმაციას „დეილი მეილი“ ავრცელებს.

პიცერიის თანამშრომლების თქმით, მამაკაცი 22 მარტის შემდეგ  სამსახურში არ გამოჩენილა, ორშაბათს კი, მისი გარდაცვალების შესახებ შეატყობინეს. 

პიცერია, რომელიც ამჟამად მხოლოდ მიტანის სერვისს ახორციელებს, არ დაუკეტიათ, თანამშრომლები კი, კვლავ აგრძელებენ მუშაობას. მათი თქმით, მამაკაცთან ახლო ფიზიკური კონტაქტი არ ჰქონდათ. მას კარებში აწვდიდნენ პიცას, რის შემდეგაც ის ავტომობილით მისამართებზე მიდიოდა. გარდა ამისა, 22 მარტიდან საინკუბაციო პერიოდი უკვე გასულია და არც თანამშრომლებს და არც კლიენტებს შორის კორონავირუსი არ გამოვლენილა.  

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: