ეპიდემიის ფონზე ანტისახელმწიფოებრივ პოლიტიკურ ჯგუფებს და მათ პარტიულ მედიასაშუალებებს ბოლომდე ჩამოეხსნათ ნიღბები

ეპიდემიის ფონზე, ანტისახელმწიფოებრივ პოლიტიკურ ჯგუფებს და მათ პარტიულ მედიასაშუალებებს ბოლომდე ჩამოეხსნათ ნიღბები, – წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი ანდრია გვიდიანი.

იგი ამბობს, რომ ეს ძალები ყველაფერს კადრულობენ, რომ რამენაირად პანიკა გააღვივონ და სიტუაცია არიონ, მაგრამ ხალხი მაინც ვერაფრით აიყოლიეს.

,,ეს ეპიდემია ბევრ რამეს გადააფასებსო ამბობენ და მართლა ეგრეა. ამ ფონზე, ანტისახელმწიფოებრივ პოლიტიკურ ჯგუფებს და მათ პარტიულ მედიასაშუალებებს ბოლომდე ჩამოეხსნათ ნიღბები. თავიანთი ინიციატივით, ყოველგვარი მიხმარების გარეშე, ორგანიზებულად დაეწყვნენ და დაადგენენ პოლიტიკური სანაგვის გზას. ყველაფერზე მიდიან, ყველაფერს კადრულობენ, ყველაფერს ხელს აწერენ, რომ რამენაირად პანიკა გააღვივონ, ოღონდ რამენაირად სიტუაცია არიონ, მაგრამ ხალხი მაინც ვერაფრით აიყოლიეს.

პირიქით, უფრო კომიკურები გახდნენ და პასუხად გაათმაგებული ზიზღი მიიღეს საზოგადოებისგან. ქვეყანა მოუმზადებელი შეხვდაო და მსოფლიოს წამყვანი მედიასაშუალებები ჩვენ გამოცდილებაზე წერენ; მაღაზიის დახლები ცარიელიაო და ზუსტად ისეა გატენილი მარკეტები, როგორც ეპიდემიამდე იყო; ხელისუფლება ხალხზე არ ზრუნავსო, გაიქცნენ ზუგდიდში 1000 პირბადის დასარიგებლად და კინაღამ საციხოდ გაიხადეს საქმე; საზღვარგარეთ ხალხი მიატოვესო და რეისი რეისზე მოდის, 5000-ზე მეტი მოქალაქეა უკვე დაბრუნებული; გინდა თუ არა სწრაფი ტესტები უნდა გამოიყენოთ თქვე არაფრისმაქნისებოო და ვინც ამ მეთოდს იყენებდა იმათმაც თავი დაანებეს;

მერე იფიქრეს ავტორიტეტებს შევუტიოთო, ხან გამყრელიძეს მიახტნენ, ხან იმნაძეს და ხალხისგან ისე მწარედ მოხვდათ მაგის გამო, მეორედ ეგეთ სისულელეს არ გაივლებენ თავიანთ ბნელ ტვინებში; კარანტინში ცუდი პირობებიაო და ხალხი უმაღლესი დონის სასტუმროებიდან იწერება, ასეთ დასვენებას ვერასდროს ვიოცნებებდიო; თბილისის მერია კარდაკარ დადის, პროდუქტებს არიგებენ და 500 გრამი ყველის ნაცვლად, 350 გრამი იყოო, ასეთი ხელისუფლება რად გვინდაო – თან ტყუილია ეს; ეს რა გოიმური პირბადეები გვაკადრესო და Louis Vuitton-მა ზუსტად ეგეთი პირბადეების შეკერვა დაიწყო; ბიძინა ივანიშვილი იმალებაო და 100 მილიონი ჩარიცხა Stopcov ფონდში; მერე 100 მილიონი რა არის, 200 მაინც ჩაერიცხაო; “ბიძინა ივანიშვილის ოჯახი” ასეთი იურიდიული სუბიექტი არ არსებობს და ნუ ამბობთ ასეო, სამართლებრივად გაუმართავი წინადადებააო;

მერე გამოვიდნენ და საიდან ჰქონდა ივანიშვილს 100 მილიონიო, ფულის გათეთრებას გავს ეს ამბავიო და პროკურატურაში სარჩელი შეიტანეს; მოკლედ, თქვენ ჯინაზე ყველაფერი კარგად იქნება და საქართველო აუცილებლად გაიმარჯვებს. თქვენ კი, როგორც ყოველთვის თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩნდებით“,- წერს ანდრია გვიდიანი

Facebook Comments
%d bloggers like this: