ეპიდემიოლოგს უნდა განესაზღვრა ისეთი რეჟიმი, რომ მსგავსი რამ არ მომხდარიყო-ზაალ მიქელაძე

ჩვენც გვაქვს კითხვები დაწესებულების ეპიდემიოლოგთან, რომელსაც უნდა განესაზღვრა ისეთი რეჟიმი, რომ პაციენტიდან პაციენტზე შესაძლო გადაცემის შემთხვევასთან არ გვქონოდა საქმე, – ამის შესახებ „ქრონიკას“ აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა, ზაალ მიქელაძემ განუცხადა.

მისივე თქმით, მიმდინარეობს მოკვლევა და ჯერჯერობით ამ კლინიკას პაციენტების მიღება შეჩერებული აქვს.

„ზოგადად, არა მხოლოდ კორონავირუსთან, არამედ ნებისმიერ ინფექციასთან დაკავშირებით კლინიკების მკაცრი მონიტორინგი ხორციელდება. პაციენტიდან პაციენტზე ინფექციის გადაცემა კლინიკის შიგნით არ უნდა ხდებოდეს. მითუმეტეს ამ შემთხვევაში, როცა კლინიკებისგან განსაკუთრებული ყურადღების გამოჩენა ვითხოვეთ. ჩვენც გვაქვს კითხვები დაწესებულების ეპიდემიოლოგთან, რომელსაც უნდა განესაზღვრა ისეთი რეჟიმი, რომ მსგავს შემთხვევასთან არ გვქონოდა საქმე. მიმდინარეობს მოკვლევა, ჯერჯერობით ამ კლინიკას პაციენტების მიღება შეჩერებული აქვს“, – განაცხადა ზაალ მიქელაძემ.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: