რატომ არ წავალ ლიტონიობაზე

Nusagi

ახლა ვიცი, რომ “პაპზე მეტი მორწმუნეების” რისხვა არ ამცდება, მაგრამ მაინც დავწერ.
მე არ წავალ ლიტონიობაზე და სახლში ვილოცებ, არა იმიტომ რომ მორწმუნე არა ვარ. პირიქით მე ვიცი, რომ უფალი ჩემშია და სიყვარულშია, არამედ იმიტომ რომ უნდა გავუფრთხილდე ჩემი მოხუცი მამის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, უნდა გავუფრთხილდე ჩემს მეუღლეს, შვილებს, პატარა შვილიშვილებს და ბოლოს საკუთარ თავს, რომლის ორგანიზმშიც მძიმე ქრონიკული დაავადება შაქრიანი დიაბეტის სახით არის ჩაბუდებული.
გადავწყვიტე აღდგომის ღამეს გავიდე მეშვიდე სართულის აივანზე და მთელს ჩემს სამეზობლოს ხმამაღლა “ვახარო” ქრისტეს აღდგომა. ალბათ საპასუხოდ ისინიც მომილოცავენ. საფლავებზე კი მთელი თვის მანძილზე მექნება დრო და მაშინ გავალ. არც მაინცდამაინც კვირას ან ორშაბათს წავალ. მოვნახავ რომელიმე “მშვიდ” დღეს და მაშინ გავაგორებ დედაჩემის და ყველა ჩემიანის საფლავზე წითელ კვერცხებს,-წერს ფეისბუქმომხმარებელი იმე დიანი სოციალურ ქსელში.

Facebook Comments
%d bloggers like this: