ინფიცირებულთა 85-90% საავადმყოფოში მკურნალობას არ საჭიროებს-რეანიმატოლოგი ბექა ბახტაძე

თუ პაციენტთან არსებული სიმპტომები არ საჭიროებს საავადმყოფოში მკურნალობას, მკურნალობისთვის საუკეთესო ადგილი არის სახლი და თვითიზოლაცია, – ამის შესახებ რეანიმატოლოგმა, ბექა ბახტაძემ განაცხადა.

„იმ შემთხვევაშიც კი, თუ პაციენტთან PCR-ტესტით უარყოფითი შედეგი მომივიდა, მაგრამ მქონდეს მაღალი კლინიკური ეჭვი, რომ პაციენტს შეიძლება ჰქონდეს კორონავირუსი, მას მაინც როგორც ინფიცირებულს, ისე ვუმკურნალებ და ტესტს გავიმეორებ. ჩვენ გვქონდა რამდენიმე ასეთი შემთხვევა, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია პაციენტის კლინიკური მდგომარეობა. რა თქმა უნდა, PCR-ტესტი გეხმარება დიაგნოზის დადგენაში, მაგრამ თუ არ გაქვს იმის ახსნა, რა ხდება, ეს აუცილებელია. ჯერჯერობით მსოფლიო ამ დაავადების გამოვლინებას სწავლობს. ყველა პაციენტს არ აქვს სუნთქვის უკმარისობა და კლინიკური სურათი, მაგრამ, როგორც წესი, თუ კლინიკური ეჭვი მაღალია, პაციენტს, როგორც ინფიცირებულს ვმკურნალობ. თუ პაციენტთან არსებული სიმპტომები არ საჭიროებს საავადმყოფოში მკურნალობას, მკურნალობისთვის საუკეთესო ადგილი არის სახლი და თვითიზოლაცია. ადამიანების 85-90%-ში ეს დაავადება მიმდინარეობს მინიმალური სიმპტომებით. ამ ადამიანების კლინიკაში მიმართვიანობა რომ წარმოვიდგინოთ, ეს უბრალოდ შეუძლებელია. ამისთვის არსებობს ტელემედიცინა, როდესაც ხდება პაციენტისგან აუცილებელი ინფორმაციის შეგროვება, რის შემდეგაც მე შემიძლია მივიღო გადაწყვეტილება, უნდა მივიდეს ის საავადმყოფოში თუ არა“, – განაცხადა ბექა ბახტაძემ.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: