მეუფე გერასიმე: კორონავირუსზე ტესტირება ნებისმიერი ადამიანისთვის მისაღები უნდა იყოს

ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტის, მეუფე გერასიმეს განცხადებით, კორონავირუსზე ტესტირება ნებისმიერი ადამიანისთვის მისაღები უნდა იყოს, თუმცა ფორმასთან დაკავშირებით ეპარქია პატრიარქის კურთხევის მოლოდინშია.

სააღდგომო ღვთისმსახურებასთან დაკავშირებით მეუფე გერასიმე განმარტავს, რომ საკითხზე საპატრიარქოსთან კონსულტაციები გაიმართება.

“იქიდან გამომდინარე, რომ არის კომენდანტის საათი, როგორ მოხდება ამის გათვალისწინება ისე, რომ არ დაირღვეს ეს წესი და ჩვენც ვიზეიმოთ აღდგომის დღესასწაული, ჯერ არ ვიცით, ვნახოთ, როგორ იქნება”,- აღნიშნა მეუფემ.

ბზობის დღესასწაულის საზეიმო წირვა მიტროპოლიტმა ზუგდიდის ივერიის ღვთისმშობლის სახელობის მშენებარე საკათედრო ტაძარში აღავლინა, სადაც ხალხის სიმრავლე იყოს როგორც ეზოში, ასევე ტაძარში, თუმცა, მრევლი დისტანციის დაცვით იდგა. სასულიერო პირებმა მრევლის მიერ სახლიდან მოტანილი და ტაძარში ნაყიდი ბზა აკურთხეს.

Facebook Comments
%d bloggers like this: