სააღდგომო ლიტურგიას პატრიაქრი ჩაატარებს – ვნების შვიდეულის მსახურებათა განრიგი ცნობილია

სამების საკათედრო ტაძარში ბზობის ბრწყინვალე დღესასწაულის წირვის შემდეგ მრევლს არქიდიაკონმა დემეტრემ ვნების შვიდეულის მსახურებათა განრიგი გააცნო.

აღდგომის კვირაში დაგეგმილი ღვთისმსახურებების განგირი ასეთია:

ორშაბათს, დილის 09:00 საათზე – პირველშეწირული ლიტურგია, საღამოს 16:00 საათზე სერობის ჟამი და ცისკარი

სამშაბათს დილის 09:00 საათზე – პირველშეწირული ლიტურგია, საღამოს 16:00 საათზე შვიდგზის ზეთისცხება

ოთხშაბათს დილის 09:00 საათზე -პირველშეწირული ლიტურგია, საღამოს 16:00 საათზე სერობის ჟამი და ცისკარი

ხუთშაბათს დილის 10:00 საათზე – ბასილი დიდის საღვთო ლიტურგია და წმინდა საიდუმლო სერობის გახსნება, 16:00 საათზე 12 ვნების სახარება

პარასკევს დილის 09:00 საათზე – სამეუფეო ჟამები, 14:00 საათზე გარდამოხსნის გამოსვენება და დატირება

შაბათს 07:00 საათზე წესის აგება, ჟამების კითხვა, 09:00 საათზე – წმინდა ბასილი დიდის საღმრთო ლიტურგია,

22:00 საათზე – შუაღამის ჟამი, 23:00 საათზე პატრიარქი სამების ტაძარში მივა.

24:00 საათზე დაიწყება ლიტანიობა და მოებმის წმინდა იოანე ოქროპირის საზეიმო საღმრთო სააღდგომო ლიტურგია.

Facebook Comments
%d bloggers like this: