საუნივერსიტეტო კლინიკაში კორონავირუსისგან ფეხმძიმე, 80 წლის ქალი და 79 წლის მამაკაცი გამოჯანმრთელდნენ

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული სამი პაციენტი: ორსული, 80 წლის ქალბატონი და 79 წლის მამაკაცი გამოჯანმრთელდა.

როგორც რატიანმა აღნიშნა, მათ საერთო ჯამში ხუთი ანალიზი ჰქონდათ გაგზავნილი, აქედან 2 პირის შემთხვევაში იყო პირველადი ტესტირება და ამ შემთხვევებშიც უარყოფითი პასუხი მიიღეს.

„ამ ეტაპზე კლინიკაში 59 პაციენტი წევს. მინდა გითხრათ, რომ პირველი ქალბატონი, რომელიც არის 24 კვირის ორსული, პროტოკოლის მიხედვით ჩატარებული ტესტირების შედეგად ორჯერადად მივიღეთ უარყოფითი პასუხი და რამდენიმე საათში ის გაეწერება კლინიკიდან. გადამოწმდა ნაყოფის მდგომარეობაც და ამ ეტაპზე ნაყოფის მდგომარეობა შეესაბამება ფიზიოლოგიურ პირობებს.

რაც შეეხება დანარჩენებს, ყველასთვის საინტერესოა 80 წლის ქალბატონის შემთხვევა. ის ჩვენს კლინიკაში 18 დღის წინ შემოვიდა, კრიტიკულ მდგომარეობაში. იმყოფებოდა ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე, კლინიკურად სახეზე იყო ფილტვის, გულისა და თირკმლის მწვავე დაზიანების სინდრომი. პროტოკოლის მიხედვით ორჯერადად ჩატარებული ტესტირებით გამოვლინდა უარყოფითი პასუხი. დღეს ქალბატონი გადადის თერაპიულ განყოფილებაში და რამდენიმე დღეში, ალბათ, ორშაბათისათვის გაეწერება კლინიკიდან. რაც შეეხება 79 წლის ბატონს, ამ შემთხვევაშიც შემოსვლისთანავე დაფიქსირებული იყო ორმხრივი მწვავე პნევმონია, მწვავე რესპირატორული დისტრესი. პაციენტის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია. ორჯერადად მიღებული გვაქვს უარყოფითი პასუხი და პაციენტი რამდენიმე საათში დატოვებს კლინიკას.

თქვენ იცით, რომ ხუთი ანალიზი გვქონდა გაგზავნილი, აქედან ორი იყო პირველადი, იქაც მიღებნული გვაქვს უარყოფითი პასუხები. დღეს განმეორებით ჩატარდება ტესტირებები და ვიმედოვნებთ, რომ ამ შემთვევაშიც, მეორეჯერაც უარყოფით პასუხებს მივიღებთ და პაციენტები გაეწერებიან“, – განაცხადა ლევან რატიანმა.

Facebook Comments
%d bloggers like this: