,,ფიქრნი იზოლაციისას…”-გიორგი თხელიძე

ავსტრალიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი, გიორგი თხელიძე, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

,,ფიქრნი იზოლაციისას..

ვუყურებ როგორ ებრძვის მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანა გავრცელებულ ვირუსს და ამაყი ვარ ჩემი პატარა ქვეყნის წარმატებით, უფრო მეტად ამაყი და ბედნიერი ვიქნებოდი ასეთი ძნელბედობის ჟამს, ჩვენს პოლიტიკური პარტიების დიდ უმრავლესობას სახელმწიფოებრივი აზროვნება და ერთიანობა რომ გამოეჩინა მაგრამ, ალბათ ასე ყველაფერი ერთად მხოლოდ კეთილ ზღაპრებშია 

ამის სანაცვლოდ ვხედავ როგორი ჩასაფრებული პოზიცია უჭირავთ მავანთ და საერთოდ არ ახარებთ ვირუსთან ბრძოლაში სახელმწიფოსგან მიღწეული წარმატება, ეგ კი არა, ისეთი დონის სპეციალისტებს როგორებიც არიან, გამყრელიძე, ცერცვაძე და იმნაძე, თავიანთი ჭკუით ასწავლიან როგორ მოიქცნენ მოცემულ სიტუაციაში. სახელმწიფო ხომ მხოლოდ ბელადთან და თანამდებობის სკამთან ასოცირდება მათთვის, ერთი სული აქვთ ოღონდ სიტუაცია კონტროლიდან გავიდეს და იმას კი არ ფიქრობენ რომ ეს ყველასთვის კატასტროფის მომტანი იქნება, არა, მათი აზროვნება მხოლოდ ხელისუფლების ჩანაცვლებაზეა ორიენტირებული, თუნდაც ყველანაირი დაუშვებელი მეთოდებითაც კი.

ებრძვიან ყველაფერ ქართულს და ტრადიციულს, შეურაცხყოფას აყენებენ ქვეყნის მოსახლეობის 90 %-ის რელიგიას და მრწამსს, მოიხსენიებენ ბნელებად და ქაჯებად ეკლესიის მრევლს, თავიანთი პროპაგანდისტული საშუალებებით, უნერგავენ მომავალ თაობას რომ, ოჯახი, ტრადიცია და პატრიოტიზმი, არის დეგრადირებული საზოგადოების გადმონაშთი, ამ ყველაფრის მერე, არჩევნებში რა “წარმატებასაც” აღწევენ უკვირთ და იწყებენ ისტერიულ კივილს თუ როგორ გაუყალბა მთავრობამ არჩევნები და დუჟმორეულნი ცდილობენ რევოლუციის მოწყობას, საბედნიეროდ ამის არავითარი რესურსი არ გააჩნიათ და სამომავლოდ ხომ მხოლოდ აუხდენელ სიზმარში შეუძლიათ იოცნებონ მსგავს სცენარზე, ჩვენი და მათი მიდგომა სახელმწიფოს და ქვეყნის მიმართ, მკვეთრად განსხვავებული იმიტომ არის რომ, თუნდაც ის ავადსახსენებელი რეჟიმი რომ იყოს ახლა ( ჯვარი გვწერია) და იგივე მაჩვენებელი და შედეგები ჰქონდეს ვირუსთან ბრძოლაში, მხოლოდ გაგვიხარდებოდა და გვერდში დავუდგებოდით ყველანაირი პოლიტიკური დივიდენდების მიუღებლად ქვეყანას და სახელმწიფოს..

ეს ის ხალხია ვისთვისაც 100 მილიონი იგივეა რაც 12 ლარი, ეს ის ხალხია რომელიც მოცემულ მომენტში ყველაზე ღირსეულად და სახელმწიფოებრივად მოქმედ პრემიერს მთელი თავისი გუნდით თვალთხარიათი მოიხსენიებს და სძულთ ქვეყნის წარმატება რადგანაც თავიანთი მანიაკალური რეჟიმის ფუძემდებლის რეიტინგი და შანსი რომ ოდესმე ეღირსოთ დაბრუნება ნულის ტოლია!

ძნელია ასეთ ხალხს მოყვასი ვუწოდო..
მთელ ამ გაერთიანებას 30 პარტიაა თუ რამდენიც არიან, ერთი ირმა ინაშვილი გადასწონის სახელმწიფო აზროვნებაშიც და ქვეყნის სიყვარულშიც!
მთავრობის სწორ და ღირსეულ ქმედებებთან ერთად, ცალკე აღნიშვნის ღირსია დედაქალის მერი თავისი სამსახურებით, შრომისმოყვარეობით, მოქალაქეობრივი თვითშეგნებით!

არ ყოფილა ადვილი ემიგრანტობა..
დილა იწყება სამშობლოზე ფიქრით და ღამდება მასთან ერთად, პირველი საქართველოს სტატისტიკას ვეცნობი ვირუსთან ბრძოლაში და შემდეგ ავსტრალიისას.

სიშორეს ქვეყანასთან, მშობლებთან, დედმამიშვილთან და მეგობრებთან ერთად, მიმსუბუქებს ჩემი სიყვარული და ბავშვობის მეგობარი, ჩემი რუსო  რომლის კარგად ყოფნაზე მზრუნველობა, შესისხლხორცებულად პირდაპირი მოვალეობა და ვალდებულებაა ჩემთვის!

არაჩვეულებრივად ლამაზი და კარგი ქვეყანაა ავსტრალია, მხოლოდ კარგის თქმა შემიძლია და მადლიერების გამოხატვა მაგრამ, ის ვერასოდეს გახდება ჩემი.. ჩემი პატარა, ბევრად გაუმართავი ეკონომიკურად და სოციალურად თუ დანაწევრებული პაწაწინა სამოთხე მირჩევნია ყველაფერს.
კითხვაზე, თუ ასე გიყვარს და გენატრება შენი ქვეყანა, რატომ არ ბრუნდები? პასუხი მხოლოდ ძალიან ახლობლებმა იციან, მოვა ამის დროც აუცილებლად, როცა ყველაფერი დალაგდება ჩემს ირგვლივ და ეს არ ეხება არანაირად ფინანსურ კეთილდღეობას, მზად ვარ დღესვე, ჩემი აქაური შემოსავლის ხუთჯერ და ათჯერ უფრო მცირე მასშტაბის პირობებშიც კი დავბრუნდეთ, თუმცა როგორც ზემოთ მოგახსენეთ ველოდები სასიკეთო ცვლილებებს..
რისთვის მივედ-მოვედე ამდენს?
მჯერა და მწამს რომ, როგორ ღირსეულადაც გამოვა ჩემი სამშობლო დღევანდელი ბრძოლიდან, ასევე ღირსეულად გააგრძელებს წინსვლას და ჩვენ აუცილებლად ვიცხოვრებთ სამაგალითო ქვეყანაში, წართმეულსაც დავიბრუნებთ და ღირსეულადაც წარმოვჩინდე”-წერს გიორგი თხელიძე

Facebook Comments
%d bloggers like this: