ჰასან როუჰანი: ირანი კორონავირუსს ევროპაზე უკეთ ებრძვის

ირანის პრეზიდენტის ჰასან როუჰანის განცხადებით, ქვეყანა კორონავირუსს ევროპაზე უკეთ ებრძვის.

“დიახ, კორონავირუსთან ბრძოლაში მდგომარეობა ჩვენთან უკეთესია, ვიდრე თქვენთან, დასავლეთის ქვეყნებში. მიზეზი ჩვენს მშვენიერ ადამიანებშია. სამედიცინო პერსონალი და სამხედროები თავდადებულად იბრძვიან”,- აღნიშნა ირანის პრეზიდენტმა.

მისი თქმით, გარდა კორონავირუსის პანდემიისა, ირანი “სანქციების ვირუსს” ებრძვის.

როგორც მან განაცხადა, ირანში საქალაქთაშორისო გადაადგილებაზე აკრძალვის მოხსნა 20 აპრილისტის იგეგმება.

ირანში კორონავირუსის 70 029 შემთხვევაა დადასტურებული. გარდაცვლილია 4 357 ადამიანი.

Facebook Comments
%d bloggers like this: