ახალი ინფიცირებულებიდან უმეტესობა ქობულეთის კლასტერია

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, საქართველოში კორონავირუსის კიდევ 14 ახალი შემთხვევა დადასტურდა და სულ 266 გახდა. ქვეყნის მასშტაბით, გამოჯანმრთელდა- 67. 

მისი თქმით, პაციენტების მდგომარეობა, რომლებიც ინფექციურში მკურნალობენ, დინამიურად გაუმჯობესებულია. განსაკუთრებით მძიმეა ორი პაციენტი, რომელთაგანაც ერთის მდგომარეობა შედარებით დასტაბილურდა. დანარჩენ პაციენტებში, კი, ვისაც ორმხრივი პნევმონია აქვს, დაავადების პროგრესირება არ მიმდინარეობს, რაც იმის მაჩვენებელია, რომ გამოსავალი ალბათ, კეთილსაიმედო იქნება.

რაც შეეხება ახალ ინფიცირებულებს, უმეტესი ქობულეთის კლასტერია, დანარჩენი კი, იმერეთიდან არიან.

ინფექციუს საავადმყოფოში ამჟამად 32 კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობს. 

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: