“გაიყვანეთ ბავშვები სუფთა ჰაერზე, დღეში რამდენჯერმე” – პედიატრის რჩევები მშობლებს

Nusagi


საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად, პედიატრები მშობლებს მოუწოდებენ, ბავშვები სუფთა ჰაერზე გაიყვანონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ თქმით, ბავშვების ჯანმრთელობას ზიანი მიადგება. პედიატრმა ივანე ჩხაიძემ „ტვ პირველის“ ეთერში თქვა, რომ თუ ბავშვებს სახლში ჩაკეტავენ, ეს იმუნიტეტისთვის ცუდი იქნება.

„თუ ჩვენი ბავშვები 3 თვის განმავლობაში სახლში ჩავკეტეთ, ამით გაცილებით უფრო დიდ ზიანს მივაყენებთ ჩვენი ბავშვების ჯანმრთელობას. თუ გაზაფხულის პერიოდში ჩვენ ბავშვი გარეთ არ გავიყვანეთ, იმუნიტეტის ერთ-ერთი წყარო, D ვიტამინი, რომელიც გაზაფხულის პერიოდში მზის სხივების ზემოქმედების შედეგად ფორმირდება, როგორ უნდა მიიღოს? ბავშვი, რომელიც ჩაკეტილია სახლში და სამი თვის განმავლობაში – მარტი, აპრილი და მაისში გარეთ საერთოდ არ გავიდა, ივნისში ჩვენ ძალიან ბევრ შესაძლო გართულებას მივიღებთ. ჩემი რჩევაა – გაიყვანეთ ბავშვები სუფთა ჰაერზე, დღეში რამდენჯერმე, 20-30 წუთით, უფროსების მეთვალყურეობის ქვეშ“, – განაცხადა პედიატრმა.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: