ეკა სანიკიძე – ქართულ-ჰოლანდიურ კლინიკაში კარანტინი არ გამოცხადებულა, დაიკეტა ე.წ. მიმღები

ნიშნები. შემოსვლისას პაციენტმა გაიარა ის პროცედურები, რომელიც კოვიდის გავრცელების შემდეგ არის დადგენილი, მათ შორის სწრაფი ტესტი, რომლის ჩატარების გარეშეც ჩვენ პაციენტები არ შეგვყავს.

პაციენტთან კონტაქტში მყოფი მედპერსონალი იმყოფება დაკვირვების ქვეშ და როგორც კი რაიმე სიმპტომი ექნებათ, კოვიდზე ანალიზს გავუკეთებთ. მივსდევთ დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციებს. ვაგრძელებთ ჩვეულებრივად ფუნქციონირებას, რადგან ყველაფერს ჩაუტარდა დეზინფექცია. თუ პერსონალი კარგად იცავს ინფექციის კონტროლის წესებს, ამ შემთხვევაში რისკი მათი ინფიცირების არის მინიმულური. შესაბამისად, ასეთი პირდაპირი ჩვენება, რომ ყველა იზოლაციაში უნდა წავიდეთ, არ იქნება და ვერ იქნება, ვინაიდან ჩვენ ვიცავთ ყველა წესს.

გვაქვს დიდი იმედი, რომ ინფიცირება არ უნდა მომხდარიყო. დაზღვეული არაფრისგან ვართ, თუმცა სამედიცინო ლოგიკით და ინფექციის კონტროლის არსებული თეორიით, ვფიქრობთ, რომ მინიმალურია ეს რისკი“,- განაცხადა სანიკიძემ.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: