კორონავირუსით ინფიცირებულ აჩიკო გოგიტიძეს ინფექციურში ექიმი შეუყვარდა

სწავლა ამერიკაში სექტემბრამდე გადამედო და ვფიქრობ, რომ დაფიქრების დრო აღარ არის და სასწრაფოდ უნდა შევქმნა ოჯახი,-ამის შესახებ კორონავირუსით ინფიცირებულმა მომღერალმა, აჩიკო გოგიტიძემ „პოსტივის“ ეთერში ინფექციურიდან პირდაპირი ჩართვისას განაცხადა. 

მისი თქმით, ერთ-ერთი ექიმის მიმართ დიდი სიმპატიებით განეწყო და სავარაუდოდ, მალე ოჯახს შექმნის.

„წამალი დამჭირდა, ვთხოვე მედპერსონალს ფულს ჩაგირიცხავთ და იქნებ აფთიაქიდან წამალი მომიტანოთ თქო. ჩაიწერა სახელი ექიმმა და თვითონ წავიდა, თვითონ იყიდა და მომიტანა. მე როცა კორონა დამემართა დავწერე კიდეც, რომ ცრემლი არ მომდგომია თვალზე, ამ ფაქტმა და ასეთმა ყურადღებამ ისე იმოქმედა, როცა შვილები მეყოლება და აუცილებლად ძალიან მალე შევქმნი ოჯახს, აუცილებლად მოვუყვები, რომ მე, ამ მძიმე დროს, კარგი ისტორიების მოწმეც გავხდი. სწავლა ამერიკაში სექტემბრამდე გადამედო და ვფიქრობ, რომ დაფიქრების დრო აღარ არის და სასწრაფოდ უნდა შევქმნა ოჯახი, რომ რაც შეიძლება მალე გავმრავლდეთ ქართველები.  ექიმია, ძალიან სიმპატიებით ვარ განწყობილი და მინდა გითხრათ, რომ კორონა ტყუილად არ დამმართნია, ამიტომ არც აქედან ვჩქარობ გამოსვლას. მინდა ახალგაზრდებს მივმართო, რომ უნდა დარჩნენ სახლში და გაუფრთხილდნენ თავს, თუმცა არ არის ეს ტრაგედია და არც ამის გამო შეშინდნენ“,-განაცხადა მან. 

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: