ლევან რატიანი ჟურნალისტებს – ასე ნუ დგახართ, გაიშალეთ ახლა მაინც

ასე ნუ დგახართ, გაიშალეთ ახლა მაინც,-ასე მიმართა თბილისის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა შეკრებილ ჟურნალისტებს.

დილის ბრიფინგზე რატიანმა საუნივერსიტეტო კლინიკაში მყოფი პაციენტების მდგომარეობაზე ისაუბრა.

მისი თქმით, ლუგარის ლაბორატორიიდან ელოდებიან ტესტების შედეგებს, რის შემდეგაც გაირკვევა, გაწერენ თუ არა რამდენიმე პაციენს.

„ამ ეტაპზე რეანიმაციაში იმყოფება 9 პაციენტი, მათგან სამი მძიმეა. 81 წლის ქალბატონი, რომელიც მოიხსნა ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან, ალბათ ხვალ დატოვებს კლინიკას. ერთი მძიმე პაციენტიც მოიხსნა ხელოვნური სუნთქვიდან და გადავიდა თერაპიულ განყოფილებაში, ასევე გაუმჯობესდა ახალგაზრდა პაციენტის მდგომარეობა, რომელსაც ჰქონდა სუნთქვის უკმარისობა. გვაქვს 66 დადასტურებული შემთხვევა, მათგან მძიმეა 4, სამი კი, კრიტიკული. გვყავს 3 მოზარდი, მათი მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია“,-განაცხადა ლევან რატიანმა.  

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: