მარტში ექსპორტი 22%-ით შემცირდა

საგარეო ვაჭრობის ბრუნვა 2020 წლის I კვარტალში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2.7%-ით $2.774 მლრდ-მდე შემცირდა. ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს.

იანვარ-მარტში ექსპორტი 5.9%-ით $778 მლნ-მდე, ხოლო იმპორტი 1.4%-ით $1.996 მლრდ-მდე შემცირდა. დეფიციტმა საგარეო ვაჭრობის ბრუნვის 43.9% – $1.218 მლრდ შეადგინა.

რაც შეეხება უშუალოდ მარტის მონაცემებს, მარტში ექსპორტი 22%-ით $323 მლნ-დან $252 მლნ-მდე შემცირდა, იმპორტი კი 13.4%-ით $756 მლნ-დან $655 მლნ-მდე შემცირდა.

საგარეო ვაჭრობის დეტალურ მონაცემებს საქსტატი 21 აპრილს გამოაქვეყნებს.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: