მდინარაძე: 1 თვეში ეკონომიკის სხვადასხვა სფეროები რომ გაეშვას, რეკომენდაციები შევასრულოთ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის მამუკა მდინარაძის განცხადებით, ქვეყანა კორონავირუსის გავრცელების კრიზისულ ფაზაში შედის.

მისი თქმით, დაწესებული რეკომენდაციების მაქსიმალურად შესრულება აუცილებელია, რათა ქვეყანა დაახლოებით ერთ თვეში ძველ რითმს დაუბრუნდეს.

“ჩვენ შევდივართ კრიტიკულ ფაზაში და ჩვენ დღეს, შეზღუდვები და რეკომენდაციების მაქსიმალური დაცვა გვჭირდება იმისათვის, რომ ეს შეზღუდვები რაც შეიძლება მალე მოვხსნათ, რათა ეკონომიკამ იმუშაოს, მოსალოდნელი და უკვე არსებული რეცესია, მისი ხარისხი რაც შეიძლება შემცირდეს. ამიტომ, ასევე კრიტიკულად მნიშვნელოვანია, ყველა მოქალაქეს მოვუწოდოთ, რომ შეასრულონ რეკომენდაციები მაქსიმალურად, იმისათვის, რომ ჩვენ უმოკლეს დროში, დაახლოებით 1 თვის შემდეგ პერიოდში, ანუ კრიზისული ფაზის შემდეგ, შევძლოთ, რომ ეკონომიკის სხვადასხვა სფეროები ნელ-ნელა გაეშვას და ნელ-ნელა მოვახერხოთ ძველ რითმში დაბრუნება, ან მიახლოებით მაინც”, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ ბიუროს სხდომაზე.

Facebook Comments
%d bloggers like this: