საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 9-ით გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 9-ით გაიზარდა და 266 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. კარანტინის რეჟიმშია 4872 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 453 პირი.

ინფორმაციისთვის, 266 ადამიანიდან 67 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 3 გარდაიცვალა.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: