ტიკარაძე: გეგმის შემუშავება ხდება თუ როდის მოხდება ქრონიკული დაავადებების მქონე პირების პნევმოკოკის ვაქცინით აცრა

“ჩვენს შემთხვევაში დეტალური დამუშავება მიმდინარეობს იმ აცრების კალენდრის, თუ როგორ და როდის მოხდება ქრონიკული დაავადების მქონე პირების აცრა პნევმოკოკის აცრით”, – აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, აცრის ეფექტურობასთან დაკავშირებით არაერთი სამცნიერო ნაშრომი არსებობს.

“გართულებების თავიდან ასაცილებლად ეს აცრა ნამდვილად ეფექტური იქნება, ვინაიდან ამ აცრასთან დაკავშრებით არსებობს არაერთი სამეცნიერო ნაშრომი და მტკიცებულება, რომ ის ეფექტურია. ძალიან ბევრი წამყვანი ქვეყანა მიმართავს თავის მოსახლეობაში ამ აცრებს. ჩვენს შემთხვევაში დეტალური დამუშავება მიმდინარეობს იმ აცრების კალენდრის, თუ როგორ და როდის მოხდება ქრონიკული დაავადების მქონე პირების აცრა პნევმოკოკის აცრით, როგორც კი პროექტი იქნება დასრულებული, ჩვენ მივიღებთ შესაბამის ღონისძიებებს”, – განაცხადა ტიკარაძემ.

Facebook Comments
%d bloggers like this: