ყოფილი თანაშემწე ჯო ბაიდენს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს

აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ყოფილი თანაშემწე ტარა რიდი მას სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს. ინფორმაციას ამის შესახებ Associated Press-ი ავრცელებს.

მისი განცხადებით, შემთხვევა 1990-იან წლებში მოხდა, როდესაც ჯო ბაიდენი სენატორი იყო. ტარა რიჯის განცხადებით, ბაიდენმა მასზე სექსუალური ძალადობა 1993 წლის გაზაფხულზე სცადა. რამდენიმე დღის წინ ტარა რიჯმა პოლიციას განცხადებით მიმართა, თუმცა თავდამსხმელის ვინაობა არ დაუსახელებია.

დემოკრატიული პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატის წინაასაარჩევნო შტაბის წარმომადგენლის, კეიტ ბედინგფილდის განცხადებით, ყოფილმა ჯო ბაიდენმა თავისი საჯარო საქმიანობა ქალების წინააღმდეგ ძალადობასთან ბრძოლას მიუძღვნა, მაგრამ მსგავსი ბრალდებები პრესაში შესაბამისი გადამოწმების შემდეგ უნდა გავრცელდეს.

„ამ ბრალდებასთან დაკავშირებით მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ეს არის ტყუილი. ასეთი რამ არასოდეს მომხდარა“, – განაცხადა კეიტ ბედინგფილდმა.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: