„ჩვენს ქვეყანაში კორონავირუსით არავინ დაიღუპება. ამას საჯაროდ ვაცხადებ“

ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს თქმით, ქვეყანაში „სუფთად კორონავირუსით“ არც ერთი ადამიანი არ დაღუპულა და არც დაიღუპება. მისივე თქმით, ადამიანები, რომლებიც გარდაიცვალნენ, სხვა მძიმე დაავადებებით ავადობდნენ.

„ისინი ყველა მოკვდა ქრონიკული დაავადებების ერთობლიობით. ჯანდაცვის სპეციალისტებმა ეს იციან, ეს ნახეს. ამ ადამიანებს გულსისხლძარღვთა დაავადებები, სუნთქვის უკმარისობა და შაქრიანი დიაბეტი ჰქონდათ ერთად და კიდევ ისეთი დიაგნოზები, რომ წაკითხვაც კი არ შემიძლია – ამ ყველაფერს დაემატა კორონავირუსი.

ჩვენს ქვეყანაში კორონავირუსით არავინ დაიღუპება. ამას საჯაროდ ვაცხადებ. მე ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული“,- დასძინა ლუკაშენკომ.

ცნობისთვის, ბელარუსში კორონავირუსის 2919 შემთხვევაა გამოვლენილი. ვირუსს ქვეყანაში 29 ადამიანი ემსხვერპლა.

Facebook Comments
%d bloggers like this: