ხუნდაძე: COVID-19-ის ნახტომისებურ ზრდას თუ მივიღებთ, ჯანდაცვის რესურსი არასაკმარისი იქნება

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, კორონავირუსის გავრცელების ნახტომისებური ზრდა თუ იქნება, ჯანდაცვის სისტემის რესურსი და შესაძლებლობები არასაკმარისი იქნება.

“მაღალი ხარისხის მზაობაა დედაქალაქში და დიდ ქალაქებში, თუმცა არა ყველგან. უნდა ვეცადოთ, არ იყოს ნახტომისებური ზრდა.

ტალღისებური დარტყმის შემთხვევაში მოგვიწევს რეგიონებიდან პაციენტების რეფერირება დიდ ქალაქებში, სადაც ისედაც დიდი ტვირთი იქნება, თუ ცუდი სცენარით წავედით. გადმოყვანას სჭირდება რესურსი, მზაობა, პაციენტების ტარებაც ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისითაც შესაძლოა სასურველი არ იყოს.

ის, რომ ასჯერ გავზომავთ და ერთხელ გავჭრით, აქამდეც მუშაობდა, დღეს ამ რეჟიმში უნდა სწრაფად გავზომოთ და სწრაფად გადავჭრათ საკითხი, რომ არ დადგეს არასასურველი შედეგი. წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება ეს იყოს კატასტროფული შედეგი”, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ ბიუროს

Facebook Comments
%d bloggers like this: