WHO-ს პრესსპიკერი- დამცავი ნიღბის ტარება მალე ნორმა იქნება

Nusagi

დამცავი ნიღბის ტარება მალე ნორმა იქნება, – ამის შესახებ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის პრესსპიკერმა, დევიდ ნაბარომ რადიო 4-თან საუბრის დროს განაცხადა. „ეს ვირუსი არსად წასვლას არ აპირებს. ჩვენ არ ვიცით ადამიანები მის მიმართ იმუნურები იქნებიან თუ არა. არც ის ვიცით როდის გვექნება ვაქცინა“, – აღნიშნა ნაბარომ.

მისივე თქმით, ადამიანებს მოუწევთ ახალ რეალობასთან შეგუება.

„ჩვენ ახალ რეალობასთან შეგუება მოგვიწია, მოგვიწია მაგალითად მაშინ, როცა გავიგეთ რომ აივ ინფექცია სქესობრივი გზით გადადის. ამჯერადაც ამ ახალ რეალობას უნდა შევეგუოთ. უნდა ვისწავლოთ კორონავირუსთან ერთად ცხოვრება“, – აღნიშნა ნაბარომ.

ipn

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: